spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეონა აქუბარდია – პრემიერ-მინისტრს ვურჩევდი, დასავლეთთან ფასეულობით ბრძოლაში თავდაცვის მინისტრის ჩართვას თავი დაანებოს

“პრემიერ-მინისტრს ვურჩევდი, თავი დაანებოს დასავლეთთან ფასეულობით ბრძოლაში თავდაცვის მინისტრის ჩართვას და დამატებით საფრთხეს ნუ უქმნის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, იმ ფონზე, როდესაც სწორედ ეს ლიბერალური დასავლეთი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების სადარაჯოზე დგას“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ.

 

მისივე თქმით, 12 მაისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ლიბერალიზმი პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაკარგვისა თუ შენარჩუნების.

 

“ქართული ოცნება“ ფასეულობით ჭრილშიც კი კრიზისში რომ არის ეს სიახლე არ არის და ხან ევროპელი სოციალისტების ოჯახშია გაწევრიანებული, ხან ფსევდო კონსერვატიზმით ცდილობს ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუმცა ამ ფასეულობით ბრძოლაში როდესაც თავდაცვის მინისტრს რთავთ, ვფიქრობ, რომ ეს დამატებითი გამოწვევა და საფრხეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ამ შეფასებას ყურადღებას არ მივაქცევდი, ეს რომ ყოფილიყო ნებისმიერი სხვა მინისტრი, მაგრამ როდესაც თავდაცვის მინისტრი საუბრობს ამ საფრთხეზე იმ ფონზე, როდესაც ლიბერალური დემოკრატები – აშშ, ნატო-ს წევრი ქვეყნები აძლიერებენ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და როდესაც დასავლეთთან დაპირისპირება რუსეთს აქვს სწორედ ღირებულებით, ფასეულობით ჭრილში, ეს კიდევ ერთი მორიგი ზურგის შექცევაა დასავლეთისთვის და ჩვენი ევროატლანტიკური კურსისთვის. მე არ მგონია თავდაცვის მინისტრი იცნობდეს რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციას, თუმცა კრემლი თავის დოკუმენტში დასავლეთს და ლიბერალურ ღირებულებებს უპირისპირდება და ის კარგა ხანია ამას დეზინფორმაციის და პროპაგანდის სამიზნედ ახდენს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები