spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეონა აქუბარდია – “ქართული ოცნების“ კურსი ჩვენი უსაფრთხოების პრიორიტეტებს უპირისპირდება და აძლიერებს რუსეთის გავლენებს

“უკრაინა მაპ-ის გარეშე ნატო-ში წევრობის შესაძლებლობას  მიიღებს, რაც არის გზის დამოკლება და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.  ამ მოცემულობაში საქართველო არსად აღარ არის“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე, ნატო-ს წევრობა საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი.

 

“თქვენ ღიად  განაცხადეთ უარი შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომელსაც ნატო მიესალმა და  ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობა უწოდა. თქვენ არაფერი არ გააკეთეთ ამ წლების მანძილზე იმისთვის რომ  დემოკრატიულ რეფორმები წინ წაგეწიათ. ნატო არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საგარეო პრიორიტეტი და ნატო-ს წევრობა არის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია მოცემულობაში, როდესაც საქართველოს აქვს  საფრთხე, რომ რუსული გავლენის სივრცედ კვლავ იქცეს. ამ მოცემულობაში „ქართული ოცნების“ კურსი სწორედ ჩვენი უსაფრთხოების პრიორიტეტებს უპირისპირდება და აძლიერებს რუსეთის გავლენებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები