spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეონა ჭალიძე – “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საზოგადოებას სთხოვენ, რომ შემოხაზონ “41”, ამ ტიპის ზეგავლენას მოჰყვა ეს დაპირისპირება

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები საზოგადოებას სთხოვენ, რომ შემოხაზონ “41”, ამ ტიპის ზეგავლენას მოჰყვა ეს დაპირისპირება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას არ აქვს იმის საშუალება, რომ მშვიდად დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

“99-ე სკოლაში არის 4 საარჩევნო უბანი, ადგილიდან მობილიზებულები არიან “ქართული ოცნების” კოორდინატორები, ქალები, კაცები, ადამიანები, რომლებსაც ყოველ საღამოს ფანჩატურებში აქეიფებენ. მათ შორის არიან გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც წლის განმავლობაში საბიუჯეტო სახსრებით მოქალაქეს რაიმე დახმარებას უწევენ, ახლა სიებით დგანან და მათგან ხურდის დაბრუნებას ითხოვენ. აი ამ ტიპის ზეგავლენას მოჰყვა ეს ყოველივე, რაც აქ ხდება, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გარე ტერიტორია დაეტოვებინათ და მოქალაქეებს მისცემოდათ თავისუფლად გადაადგილების უფლება”, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ისანში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 99-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით,მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი 30-მდე ადამიანი ოპოზიციის ამომრჩევლებს, უბრალო გამვლელებს და ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ისინი მიმავალ მანქანებს ფეხს ურტყამდნენ და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, რის შედეგადაც ავარია მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები