spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თერჯოლაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

თერჯოლაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილმა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალები, საფლავები  გვირგვინებით შეამკეს და ოჯახის წევრები მოინახულეს.

ღონისძიება დაიწყო სოფელ ღვანკითში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირის ვალერი გოგნაძის მემორიალის გვირგვინით შემკობით. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინებით და ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი გმირის ნათელ ხსოვნას. თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის სასულიერო პირებმა გმირთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ასევე ყვავილებით შეამკეს სოფელ ძევრში უშანგი სოფრომაძის მემორიალი, სოფელ ზედა სიმონეთში ალია ბარდაველიძის მემორიალი, ხოლო სოფელ კვახჭირსა და ჭოგნარში კი გიგა სახელაშვილის და ბადრი ბასილაძის საფლავებს მიაგეს პატივი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თერჯოლიდან 5 მებრძოლი დაიღუპა: ვალერი გოგნაძე, ალია ბარდაველიძე, უშანგი სოფრომაძე, გიგა სახელაშვილი და ბადრი ბასილაძე.

“ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა იგრძნონ ყურადღება, ზრუნვა და თანადგომა.  მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადაეცემათ.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, აგვისტოს ომში  დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია  ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები