spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თერჯოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.

“გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“, ეს არის 2025 წლის მთავარი სლოგანი, რომლითაც მსოფლიო კიდევ უფრო ნათლად გამოხატავს  დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსების, უფლებებისა და კეთილდღეობისთვის ზრუნვასა და ხელშეწყობას.

დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში თერჯოლის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო, ღონისძიებებს დღის ცენტრმა “საპოვნელამ” უმასპინძლა.

ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა მუნიციპალიტეტში არსებული  დღის ცენტრების აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ჭრელი წინდების აქცია.


დაუნის სინდრომის დღის მიმოხილვისა და ინფორმაციის გაზიარების შემდეგ კი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი “ჭიუხი“ წარდგა სასიმღერო ნომრებით.

აქტივობაზე ნაჩვენები იქნა სოფელ ეწრის მეექვსეკლასელთა ანიმაცია, რომელიც მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნეს.

“მზის სხივის“ და “საპოვნელას“ ბენეფიციარებთან ინტეგრირებულად შესრულდა სხვადასხვა სახალისო ნომრები, მოეწყო ფერების აქტივობა.

დღის ცენტრებს და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებიც აღსაზრდელებთან ერთად, ღონისძიების რამდენიმე აქტივობაშიც ჩაერთნენ.

ღონისძიების დასასრულს ცენტრის ბავშვები განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაკეთებულმა სიურპრიზმა გაახალისა. სხვადასხვა ზღაპრის გმირების გასართობი-მუსიკალური ნომრების მოსმენის შემდეგ, მოსწავლეებმა მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

21 მარტს ტყის დაცვის დღეც აღინიშნება, ღონისძიების მონაწილეებმა  სიმბოლურად ცენტრის ეზოში ხეებიც დარგეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები