თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან ერთად გმირთა დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.
თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტმა გიორგიმ სასულიერო პირებთან ერთად ქართველ იუნკერთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა.
გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიების მონაწილეებმა ეროვნულ თემატიკაზე შექმნილი რამდენიმე კომპოზიცია წარმოადგინეს.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ა(ა) იპები, სკოლის მოსწავლეები და მოსახლეობა ესწრებოდა.
1921 წლის 19-20 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან რუსეთის საოკუპაციო მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია.
23 თებერვალს ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლას შეწირული 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 25 თებერვალს კი რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.