spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თერჯოლაში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა

23 თებერვალს თერჯოლაში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.

მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან ერთად, გვირგვინით შეამკო გმირთა დიდების მემორიალი და პატივი მიაგო იუნკერთა ხსოვნას.


თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტმა გიორგიმ სასულიერო პირებთან ერთად ქართველ იუნკერთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა.

გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.


იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებაში გორში არსებული სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის ათეული მონაწილეობდა.

ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებმა კი ეროვნულ თემატიკაზე შექმნილი რამდენიმე ნომერი წარმოადგინეს.

იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ა(ა)იპების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები