საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით, ქალაქ თერჯოლაში იუსტიციის სახლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
იუსტიციის სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს უფრო კომფორტულ გარემოში მიიღებენ. ადგილზე განთავსება ქორწინების სახლი, სადაც ნებისმიერ წყვილს საშუალება ექნება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმონ.
თერჯოლაში იუსტიციის სახლის ფილიალის საერთო ფართი 818 კვადრატული მეტრი იქნება, რომელიც ქალაქ თერჯოლაში რუსთაველის ქ. №116-ში განთავსდება.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს ,,სამშენებლო კომპანია #1″ ახორციელებს, რომლის ღირებულება 5 195 000 ლარია.