ქალაქ თერჯოლაში, პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი და ადგილობრივის თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე გზის ბეტონის საფარის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები მოეწყობა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის სამშენებლო სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გი-ან 2011” ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება.