ქალაქ თერჯოლაში ჯგუფი “ქუჩის ბიჭების” კონცერტი ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საათნახევრიანი რეპერტუარის ფარგლებში, ყველასათვის საყვარელმა მომღერლებმა განახლებული ჰიტების ვერსიები და ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულეს.
“ქუჩის ბიჭების” კონცერტი ახალგაზრდული ბანაკის დასკვნითი კულტურული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
კონცერტი თერჯოლის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივი მხარდაჭერით მოეწყო.
ღონისძიებას მოქალაქეებთან ერთად თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე ესწრებოდა.
ბანაკი “ნინველები” საზეიმო ფეიერვერკით დაიხურა.