spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თერჯოლაში ვეტერანთა დღე აღნიშნეს

თერჯოლაში ვეტერანთა დღე აღნიშნეს.

მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსთან გიორგი ლილუაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდა, დღევანდელი დღე მიულოცა და მომავალში მხარდაჭერას დაჰპირდა.

დღესვე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს, მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ვეტერანთა პატივსაცემად მოწყობილ ღონისძიებას მერის მოადგილეები: ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე ვეტერანები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები