spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინიციატივით, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო ამანათების გაცემა დაიწყო

თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებლის მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო ამანათების გაცემა დაიწყო.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო მურადაშვილი მარტოხელა მოხუცებსა და სოციალურად შეჭირვებულ ბენეფიციარებს სახლში ესტუმრნენ, სასურსათო კალათები პირადად გადასცეს და ბარბარობის დღესასწაული მიულოცეს.

 

სასურსათო პროდუქტები, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ბენეფიციარზე გადანაწილდა. 

 

სოციალური აქტივობის ფარგლებში, სასურსათო პაკეტით ჯამში 100-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს. პროდუქტების გაცემას მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური უზრუნველყოფს.

 

შეხვედრებს სიქთარვისა და ახალთერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ჯემალ ისაკაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები