თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში მცხოვრები ციცინო ცხელიშვილი დღეს 100 წლის გახდა.
უხუცეს ქალბატონს დაბადების დღე მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ მიულოცა.
100 წლის იუბილარს მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან ერთად სახლში პირადად ესტუმრა.
მუნიციპალიტეტის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.