თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად შეგროვებული ჰუმანიტარული ნივთების გაგზავნა დაიწყო.
ჰუმანიტარული ტვირთი სპორტის სასახლის შენობაში დასაწყობდა, რომლის დახარისხებასა და დატვირთვაში ხელმძღვანელი პირები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ.
ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ბავშვის კვებისა და ჰიგიენის საშუალებები, მედიკამენტები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეგროვდა. აქციაში საჯარო მოხელეებთან ერთად, კერძო სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და მოხალისეები ჩაერთნენ.
ჰუმანიტარული აქციისთვის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესაძენად თანხა გამოიყო.
გარდა ამისა, უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, ანგარიში გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება გადარიცხოს თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.
ანგარიშის ნომერი – 300208800
აქცია მომავალშიც გაგრძელდება, მონაწილეობის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ან მივიდნენ შემდეგ მისამართზე – რუსთაველის ქუჩა #103; (სპორტის სასახლე)
საკონტაქტო ნომრები: 598 58 74 38; 598 70 75 40
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, მეწარმეს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტში მოღვაწე მედიკოსებს, საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მოხალისეებს, რომლებიც გამოეხმაურნენ ამ ინიციატივას და აქტიურად ჩაერთნენ ჰუმანიტარულ აქციაში“, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.