თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსან პარამკლავჭიდელ გიორგი სვინტრაძეს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და ფულადი ჯილდო – 6000 ლარი გადასცა.
სოფელ ჭოგნარის მკვიდრი 19 წლის სპორტსმენი, 15-25 აგვისტოს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა, სადაც ორივე მკლავში 70 კგ.წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გიორგი სვინტრაძე რამდენიმე თვის წინ, ევროპის ჩემპიონატზე მოგებული მესამე ადგილისთვისაც დაჯილდოვდა.