თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი პანსიონატ “სიმონეთში” იმყოფებოდა.
მანუჩარ რობაქიძემ იქ მცხოვრებ ხანდაზმულებს დამდეგი ახალი 2025 წელი მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა.
შეხვედრას მერიის სოციალური სამსახურის უფროსი დიანა ფოცხვერაშვილი ესწრებოდა.
პანსიონატში ამ დროისათვის 15 ხანდაზმული ცხოვრობს.