თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ორი სოფლის, 26 მაისი – საზანოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ამ ეტაპზე გზის მშენებარე მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა.
სოფელ 26 მაისში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი ადგილზე დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ.
მასთან ერთად ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ზედა საზანოს დეპუტატი დავით გოგბერაშვილი, საკრებულოს წევრი – კობა კაცაძე, მერის წარმომადგენელი გიორგი ჩუბინიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
“აღნიშნული საგზაო მონაკვეთის მოწყობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ გზით ორი სოფელი სარგებლობს და ყოველდღიურ რეჟიმში ათეულობით ადამიანი გადაადგილდება, პროექტის დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა, მარტივად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეძლებს მოძრაობას“, – განაცხადა მუნიციპალიტეტი მერმა.
საგზაო პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან,ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი საერთო ღირებულება 315 000 ლარია. სამუშაოებს ასრულებს შპს “ჯეო როუდ ინვესტი“.