თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს სასურსათო კალათა გადაეცათ.
რამდენიმე ოჯახში, დღეს პირადად მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, მოადგილესთან მირზა ქოჩიაშვილთან, საკრებულოს წევრებთან – შალვა ჭანკვეტაძესთან, ჯემალ ისაკაძესთან და ბიძინა ბუცხრიკიძესთან ერთად იმყოფებოდა, თითოეულ მათგანს სააღდგომო ნობათი გადასცა და ქრისტიანული დღესასწაული-აღდგომა მიულოცა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასურსათო კალათა ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს.
აღნიშნული პაკეტი, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა პირადად გადასცეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ორგანიზებით, პროგრამით გათვალისწინებულ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს სააღდგომოდ 100-მდე ოჯახი მიიღებს.