სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის მიზნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, სოფელ ძევრის და სოფელ ეწრის მშენებარე ბაღები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ეწრის საბავშვო ბაღის შენობის მარცხენა ფლიგელის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. აღნიშნულ სივრცეში, სადაც 2-3-წლიანთა ჯგუფი განთავსდება, კეთილმოეწყო ოთახები,სველი წერტილები,მოწესრიგდა გარე ფასადი. შემდგომ ეტაპზე კი დაგეგმილია ბაღის ინვენტარიზაცია.
“აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის სამუშაოები ძევრის სკოლამდელ დაწესებულებაში, სადაც 50 აღსაზრდელზე გათვლილი შენობის შიდა სივრცეში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. კერძოდ, ამ დროისათვის ეწყობა ოთახები და მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები ცენტრალური გათბობის სისტემის და სველი წერტილების დასამონტაჟებლად.თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო დაწესებულება ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვისაც. სკოლამდელ დაწესებულებაში მოხდება ხარისხიანი ინვენტარის შეტანა და კეთილმოეწყობა შენობის გარე სივრცეც.
სოფლისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი მგფ-იდან ფინანსდება, როგორც სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანიის “იმერეთმშენი-2000“ ის წარმომადგენლები აცხადებენ, სოფელს დასრულებული და კეთილმოწყობილი სკოლამდელი დაწესებულება, სექტემბრის ბოლოს ჩაბარდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩხიკვაძე, სკოლამდელი განათლების დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი მაია თორთლაძე, სოფლების მაჟორიტარი დეპუტატები და მერის წარმომადგენლები”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.