spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ქალაქისა და სოფლის გზების გაწმენდა გრძელდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან ქალაქისა და სოფლის გზების გაწმენდა აქტიურად გრძელდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდის მონიტორინგზე, დღეს, 26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერ მანუჩარ რობაქიძეს  და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან ერთად, სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც ჩხარი-ეწრის თემში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.

“მოძრაობის შეფერხების აღმოსაფხვრელად მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და ტექნიკა, რომ წარმოქმნილი გამოწვევები დროულად და ოპერატიულად გადაიჭრას.

შეუფერხებლად მუშაობს სამაშველო, გადაუდებელი და სასწრაფო დახმარების სამსახურები. აღნიშნულ ლოკაციებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მომდინარეობს.

სამუშაოებს მუნიციპალურ ტექნიკასთან ერთად კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებენ”, – აცხადებენ მერიაში.

მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, ამ ეტაპისთვის  24 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული ცენტრალური და საუბნო გზების  გასაწმენდად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები