თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, საგვარჯილეს ტურისტული ცენტრის სივრცეში, საქართველოში სპორტისა და ოლიმპიზმის 35-ე საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებებს, მიწვეულ სტუმრებთან და მოქალაქეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე და იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რეზო რობაქიძე ესწრებოდნენ.
მოეწყო ოლიმპიური გარბენი, ძველი წელთაღრიცხვის პალეოლითური და ნეოლითური ხანის სპორტული სახეობების იმიტირებული წარმოდგენა, სპორტული აქტივობები ჭადრაკში, მინი-ფეხბურთში, ხელბურთში,ქუთაისისა და თერჯოლის საჯარო სკოლების მონაწილეობით პერფორმანსი “ოლიმპიური სპორტი საქართველოში“, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების ფოტო – გამოფენა, ოლიმპიური სპორტის ნუმიზმატური გამოფენა, ფოტო-ხელოვან თემურ ნიკოლაძის და ახალგაზრდა მხატვრის მარიამ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენა და კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.
დღევანდელი ღონისძების ინიციატორი იყო სეოკ-ის იმერეთი (ქუთაისის) რეგ-ლი ორგანიზაცია; აქტივობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, საქართველოში სპორტისა და ოლიმპიზმის 35-ე საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი აქტივობების მხარდამჭერები იყვნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.