spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თერჯოლის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართეს  თუზის, საზანოს და რუფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან.

აღნიშნულ შეხვედრებზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსახელა ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელება მოხდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი  690 000 ლარით.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შეირჩა შემდეგი პრიორიტეტული პროექტები:

1. თუზი-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა;
2. ჯგილათი-ინერტული მასალით გზის მოწყობა;
3. კაკაბოური-ინერეტული მასალით გზის მოწყობა;
4.ვარდიგორა-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა;
5.საზანო-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა;
6. დელტასუბანი-გარე განათების და ეკლესიის ეზოში საპირფარეშოს მოწყობა;
7.შიმშილაქედი-გარე განათების მოწყობა;
8.მუჯირეთი-ინერტული მასალით გზის მოწყობა და სანიაღვრე არხის მოწესრიგება;
9.ჩიხორი-ბეტონის გზის საფარიანი გზის დაგება;
10.რუფოთი-მინი მოედნის მოწყობა;
11. ტელეფა-ბეტონის საფარიანი გზის დაგება;

სოფლის კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები 14 თებერვალს დასრულდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები