უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც ის მოლაპარაკებებს გამართავს ამერიკის ლიდერთან ჯო ბაიდენთან.
ამერიკელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ზელენსკის თეთრ სახლში მისვლის ვიდეო. ჟურნალისტების თქმით, ზელენსკის თან ახლავს უკრაინის ელჩი ოქსანა მარკაროვა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, ასევე სტრატეგიული ინდუსტრიის მინისტრი ალექსანდრე კამიშინი.
მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები პრესკონფერენციას გამართავენ.