spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეთრი სახლი – ბაიდენი დაარწმუნებს ტრამპს და კონგრესს, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა

საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ჯო ბაიდენი უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრებს. ის დაარწმუნებს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და კონგრესს, გააგრძელონ მხარდაჭერა, – ამის შესახებ ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიდგომა იგივე რჩება, რაც გასული ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, კერძოდ, “უკრაინა ბრძოლის ველზე უძლიერეს პოზიციაში დააყენოს, რათა საბოლოოდ დაიკავოს უძლიერესი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან“.

ბაიდენის მრჩეველმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაცია შეეცდება გამოიყენოს კონგრესის მიერ გამოყოფილი ყველა რესურსი უკრაინის სამხედრო მხარდასაჭერად მისი ვადის დასრულებამდე.

“და რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ბაიდენს ექნება შესაძლებლობა მომდევნო 70 დღის განმავლობაში დაუმტკიცოს კონგრესს და ახალ ადმინისტრაციას, რომ შეერთებული შტატები არ უნდა გაიყვანოს უკრაინიდან, რომ უკრაინიდან გასვლა ნიშნავს კიდევ უფრო დიდ არასტაბილურობას ევროპაში“, – განაცხადა სალივანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები