spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეთრი სახლი – ბაიდენს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ვინ გადასცემს F-16-ებს უკრაინას

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ერთობლივ საერთაშორისო ძალისხმევას თანამედროვე გამანადგურებლებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების საკითხში, თუმცა თვითმფრინავები პირდაპირ აშშ-დან გაიგზავნება თუ არა უკრაინაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

 

”ვფიქრობ, თუ გავითვალისწინებთ [F-16-ების] რაოდენობას, რომელიც ამჟამად ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს აქვთ მარაგში და იმას, რომ არსებობს მრავალი სხვა პრიორიტეტი, რაც დაფუძნებულია იმ სახსრებზე, რომელიც კონგრესმა მოგვცა, შესაძლოა, ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ მესამე მხარის გადაცემაზე, მაგრამ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია“, – განაცხადა სალივანმა.

 

მისივე თქმით, მოიერიშე თვითმფრინავები არ არის “კრიტიკულად მნიშვნელოვანი” უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის, მაგრამ გარემოებები იცვლება.

 

“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა განსაკუთრებული ძალისხმევის მობილიზება, რათა უზრუნველყოს ყველაფერი, რაც უკრაინას სჭირდება ამ კონტრშეტევის დროულად და სრულყოფილად დასაწყებად. ახლა, როდესაც ჩვენ ეს გავაკეთეთ, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ უკრაინის გრძელვადიან უნარზე, დაიცვას საკუთარი თავი და შეაჩეროს რუსული აგრესია”, – განაცხადა სალივანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები