spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კირბი – აშშ-ის ოფიციალური პირები დარჩებიან კონტაქტზე უკრაინელ კოლეგებთან კურსკის ოლქში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინასთან განიხილოს გავრცელებული ხმები საზღვრის “გარღვევის“ და კურსკის რეგიონში ბრძოლების შესახებ, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს არ შეუცვლია პოლიტიკა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით თავდასხმის საკითხთან დაკავშირებით და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ “საზღვრის მეორე მხარეს უშუალო საფრთხეებთან საბრძოლველად“.

მისივე თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები “დარჩებიან კონტაქტზე უკრაინელ კოლეგებთან, რათა უკეთ გაერკვნენ სიტუაციაში”.

6 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ჯარისკაცები, სავარაუდოდ, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შევიდნენ.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკრაინული მხარის მიერ ოფიციალური კომენტარი ამ დროისთვის არ გაკეთებულა, პუტინის განცხადებით კი, კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები