აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, თუ მისი მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინთან არ იქნება წარმატებული, – ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
მისი აზრით, უკრაინა და რუსეთი “არასოდეს არ ყოფილან უფრო ახლოს სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ახლა არიან”.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუ მისი ხვალინდელი ზარი პუტინთან წარმატებული არ იქნება.
“პრეზიდენტმა ისაუბრა ამის შესახებ და რა თქმა უნდა, ის მზად არის საჭიროების შემთხვევაში”, – აღნიშნა ლევიტმა.
ამასთან, მისივე თქმით, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური საკითხს დააყენებს.