თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის – Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილდოზეა წარდგენილი.
აღმოსავლეთ ევროპაში ვაჭრობის დაფინანსებაში საუკეთესო ბანკის ნომინაციის ფინალში, თიბისი ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთადაა ნომინირებული, როგორებიც არიან: Raiffeisen Bank International, Ukrgasbank და UniCredit.
ჯილდოს ფინალისტები ის ფინანსური ინსტიტუტები არიან, რომლებსაც გამორჩეული შედეგები და მიღწევები აქვთ ფინტექ ბაზარზე და ასევე – ვაჭრობის, საქონლის, მიწოდების ჯაჭვისა და ექსპორტის დაფინანსებაში.
გამარჯვებულები ლონდონში, 26 ივნისს, GTR-ის ყოველწლიურ საქველმოქმედო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.
(R)