spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თიბისი Junior Tech – ბავშვთა და მოზარდთა გადამზადების პროგრამის მხარდამჭერია

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Unicef-ის ორგანიზებით ახალი პროექტი Junior Tech იწყება.

 

Junior Tech-ის პროგრამა გულისხმობს საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი, განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და მოზარდების გადამზადებას ტექნოლოგიების მიმართულებით. 

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები გაივლიან შემდეგ სასწავლო მოდულებს: 

 

ციფრული წიგნიერების საბაზისო კურსი;

 

კიბერჰიგიენა და ინტერნეტ უსაფრთხოება;

 

ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები;

 

გრაფიკული დიზაინი;

 

სოციალური მედია და მარკეტინგი;

 

ინგლისური ენა ტექნოლოგიებში სამუშაოდ.

 

პროექტის ხანგრძლივობა რვა თვეა და ის ჯამში თბილისსა და ბათუმში 100 ბენეფიციარის გადამზადებას გულისხმობს. 

 

“განათლება და ახალი თაობის მხარდაჭერა თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. Junior Tech-ის პროექტი ერთ-ერთია თიბისის ინიციატივებს შორის, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ახალგაზრდების გვერდით ვდგავართ და ვუქმნით უფასო წვდომას ხარისხიან განათლებაზე”, – აცხადებს თამთა კუპრაძე, თიბისის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

 

პროექტში ჩართულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ბენეფიციარების ჩართულობას სრულად აფინანსებენ.

 

პროგრამის მხარდამჭერია თიბისი.

 

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები