spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თიბისი პროექტის “ხელოვნური ინტელექტი სკოლაში” მხარდამჭერია

თიბისის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით იწყება პროექტი „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“.

 

პროექტის მიზანია, გააცნოს პედაგოგებს ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მახასიათებლები, მიაწოდოს მათ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმის შესახებ და გაზარდოს ხელმისაწვდომობა მასწავლებლებში ტექნოლოგიურ ცოდნაზე.

 

ტრენინგ კურსებზე, მასწავლებლების რეგისტრაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაწყებულია და 25 მარტის ჩათვლით გრძელდება. მიღებული განაცხადებიდან შეირჩევა ოცდაათი ICT მიმართულების სკოლის მასწავლებელი, რომლებიც შეისწავლიან და გადამზადდებიან შემდეგი მიმართულებით:

 

ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მიმოხილვა

 

ხელოვნური ინტელექტის არსებული პლატფორმები და მათი გამოყენება

 

მობილური აპლიკაციების პროტოტიპირება MIT App Inventor

 

ხელოვნური ინტელექტის მარტივი მოდელების ინტეგრირება

 

ინფორმაციული უსაფრთხოება განათლებაში.

 

ტრენინგების სერია აპრილიდან დაიწყება და ჯამში 12 ონლაინ შეხვედრას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ფინალური კონფერენცია და ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

პროექტი სრულად დაფინანსებულია. ტრენინგ კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 25 მარტის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/xGR3VD5yrY

 

პროექტის პარტნიორები არიან: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ასოციაცია – “Teachers Lab“, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია „Techdro“.

 

თიბისისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით თიბისი მასწავლებლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია ხელოვნური ინტელექტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების წამყვან მიმართულებებში.

 

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები