spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თიბისის კამპუსი –  ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა

თიბისი ზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ამჯერად, სტუდენტებისთვის, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისი კამპუსი დააარსა.

თიბისის კამპუსი სტუდენტებს ბიზნესის მიმართულებით სრულად დაფინანსებულ,  სხვადასხვა ონლაინ სასწავლო კურსებს სთავაზობს.

პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის.

შეარჩიეთ და 10 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდით თქვენთვის სასურველი კურსზე:

ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები

მონაცემთა ანალიზი

გრაფიკული დიზაინი

UI/UX დიზაინი

მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება

სარეკლამო კონტენტის შექმნა

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO

ციფრული მარკეტინგი

კურსები, რომლებსაც თიბისის გუნდის და სფეროს სხვა სპეციალისტები გაუძღვებიან, სტუდენტებს საბაზისო ცოდნას აძლევს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

“თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა პრიორიტეტია. ტექსკოლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ახლა უკვე სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა შეარჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება, მიიღონ ახალი გამოცდილება ან გაიუმჯობესონ ცოდნა თიბისი კამპუსში ბიზნესის და ტექნოლოგიების მიმართულებით“ – აცხადებს მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

თიბისი კამპუსში სწავლა უფასოა, კურსებზე მისაღებად საჭიროა გაიაროთ 2-ეტაპიანი კონკურსი. რეგისტრაცია 26 სექტემბერს დაიწყო და 10 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

თიბისი კამპუსის ბიზნესკურსების პარტნიორია “კოლაბი“.

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები