spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ჩემპიონატი 2024 გაიმართება

თიბისის და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის (GSF) პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია წლის მთავარ შეჯიბრებას, საქართველოს ჩემპიონატს სამთო-სათხილამურო დისციპლინაში გუდაურში, გამართავს.

 

12-13 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატზე სამთო-სათხილამურო სპორტში ქვეყნის საუკეთესო მოთხილამურეები გამოვლინდებიან.

 

შეჯიბრება ტარდება შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში 2010-2011, 2009-2008, 2007 და მეტი.

 

ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება და საქართველოს მთიანი რეგიონების სამთო-მოთხილამურეებისთვის ეს დღე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

 

თიბისი მხარს უჭერს მრავალ სპორტულ პროექტს, რომლებიც ახალი თაობის განვითარებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას. 

 

(R)

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები