spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თიბისის მხარდაჭერით შატო ბუერას რთველის ფესტივალი გაიმართება

22 სექტემბერს, თიბისის მხარდაჭერით, ლოპოტა სპა რეზორტი – შატო ბუერას რთველის ფესტივალს უმასპინძლებს.

რთველის ფესტივალი მრავალფეროვან გასართობ-შემეცნებით აქტივობებს მოიცავს, დღის დასასრულს ფესტივალს მუსიკალურად ნიაზ დიასამიძე და 33ა გააფორმებს.

ლოპოტას რთველის ფესტივალის პროგრამა ასეთია:

ყურძნის კრეფა შატო ბუერას ვენახებში

ყურძნის დაწურვა შატოსთან მოწყობილ სპეციალურ საწნახელებში;

ღვინის დეგუსტაცია;

შატოს მდელოზე ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება;

მასტერკლასები;

ნიაზ დიასამიძის და 33ა-ს კონცერტი შატო ბუერას წინ, ღია ცისქვეშ.

სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის, 22 სექტემბერს, რთველის ფესტივალის დღეს – ლოპოტას ნომრებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

ასევე,  15%-იანი ფასდაკლება გავრცელდება 21-22 სექტემბრის, ვიქენდის ჯავშნებზე.

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები