spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თიბისის მობაილბანკმა Global Business and Finance Magazine-ის 3 საერთაშორისო ჯილდო მიიღო

გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.

ესენია:

საუკეთესო მობაილბანკი საქართველოში – Best Digital Bank Georgia

წლის საუკეთესო მობაილბანკინგის ბრენდი საქართველოში – Best Digital Banking Brand Of The Year Georgia

ყველაზე ინოვაციური მობაილბანკი საქართველოში – Most Innovative Digital Bank Georgia

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ციფრული სერვისების განვითარება და დახვეწა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცემამ თიბისი 3 ნომინაციაში დააჯილდოვა წარმატებული ინიციატივებისთვის.

Global Business and Finance Magazine რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Business and Finance Magazine-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები