პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც კრემლის გზავნილებს კი არ გაიმეორებს, არამედ აღადგენს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას და ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“მე პირადად, პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ როგორც ” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნოს ქვეყანა და ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც კრემლის გზავნილებს კი არ გაიმეორებს, არამედ აღადგენს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას და ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რასაც მე ვიღებ საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ მოვიტანთ ჩვენი ერთიანობით ცვლილებებს და ჩვენს ქვეყანას კვლავ ეყოლება ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაუბრუნებს ჩვენს ქვეყანას ეროვნულ იდენტობას, ღირსებას და აღარ გაიმეორებს კრემლის მავნებლურ გზავნილებს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.