ვისმენთ, რომ ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის და ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში არის ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერი არის შანსი, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს და ხალხმა უარი უთხრას სიღატაკეს.
“კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის და ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში არის ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლება. ამიტომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველმა ხალხმა აირჩიოს ევროპული კეთილდღეობა და უარი უთხრას სიღატაკეს იზოლაციაში. ეს არის შანსი გავათავისუფლოთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც ძალიან ბევრი კითხულობს ევროპარლამენტში და ქართველმა ხალხმა ის დიდი მონაპოვარი, რომელიც არის კანდიდატის სტატუსი უკვე მოქმედებაში მოიყვანოს და გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან მოლაპარაკებაზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას დაესწრნენ.