spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ახლა განსხვავებების ძიების დრო არ არის, რადგან ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ

დღეს ჩვენ დიდი იმედით გვიყურებს პოლიტიკური ტყვეობიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირველად აღმართა ევროკავშირის დროშა საქართველოში, მაგრამ ჩვენ ეს დროშა ერთიანობით ბოლო გამარჯვებამდე აუცილებლად უნდა მივიტანოთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი მანამდე იქნება არალეგიტიმური, სანამ ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება.

“დღეს ჩვენთან ერთად სცენაზე იდგა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, დგას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და დღეს ჩვენ დიდი იმედით გვიყურებს პოლიტიკური ტყვეობიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირველად აღმართა ევროკავშირის დროშა საქართველოში, მაგრამ ჩვენ ეს დროშა ერთიანობით ბოლო გამარჯვებამდე აუცილებლად უნდა მივიტანოთ.

ალბათ, ყველას გვესმის, რომ ახლა განსხვავებების ძიების დრო არ არის, რადგან ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და ქვეყნის გადარჩენა შეგვიძლია მხოლოდ ერთიანობით. ეს პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური, სანამ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები