spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ახლა კალანდარიშვილი ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რომელსაც ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის

ახლა კალანდარიშვილი ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რომელსაც ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, კალანდარიშვილი პირადად არის რუსული სპეცოპერაციის შემსრულებელი

“მათ ეჩქარებათ მიტაცებული არჩევნების დაკანონება. საზოგადოებამ იხილა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირთაძის პროტესტი, პირადად კალანდარიშვილის მიმართ, რომელიც პირადად არის რუსული სპეცოპერაციის შემსრულებელი. ახლა ის უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რომელსაც ის ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები