დღევანდელი განაჩენი არ არის პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, ეს განაჩენი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ცხადყოფს, რომ მათი მტერი არის ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფოს იდეა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“პროკურორები დაგეშილები ეძებდნენ ფაქტებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხები მიითვისა, მაგრამ ამის ვერცერთი მტკიცებულება მათ ვერ იპოვეს 11 წლის მანძილზე. ბოლოს გამოაცხადეს, რომ ეს თანხები გაიფლანგა, ანუ არამიზნობრივად გაიხარჯა. რუსი ივანიშვილისთვის, რა თქმა უნდა, არამიზნობრივად დაიხარჯა თანხები დონალდ ტრამპის, ჰილარი კლინტონის, ჯო ბაიდენის მასპინძლობისთვის და უამრავი სხვა მსოფლიო ლიდერის მასპინძლობისთვის.
დღევანდელი განაჩენი არ არის პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, ეს განაჩენი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ცხადყოფს, რომ მათი მტერი არის ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფოს იდეა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ამ განაჩენით ვერავის შეაშინებენ, ვერავის გააჩერებენ და პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის იმ ათეულობით პატიმართან ერთად, რომლებიც დაიჭირა რუსულმა რეჟიმმა, სანამ ქართული სახელმწიფოს იდეა რეალიზდეს და ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ