ამ ორ კვირაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რუსი ივანიშვილი საერთოდ არ იცნობს საკუთარ ხალხს და არ ესმის, რომ ქართული საზოგადოება არ დაიჯერებს ამ რუსული ტიპის ფალსიფიკაციას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სულ მალე დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი და დაისჯება ყველა, ვინც ხალხის დარბევაში მონაწილეობდა.
“ამ ორ კვირაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რუსი ივანიშვილი საერთოდ არ იცნობს საკუთარ ხალხს და არ ესმის, რომ ქართული საზოგადოება არ დაიჯერებს ამ რუსული ტიპის ფალსიფიკაციას, ფაბრიკაციას და პროპაგანდას. ახალგაზრდები გადმოიყვანეს ზესტაფონის იზოლატორში იმისთვის, რომ ჩვენმა იურისტმა მათთან რეგულარულად კომუნიკაცია ვერ შეძლოს. ვიცით, რომ მათზე ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობაა.
გვინდა გავაფრთხილოთ რეჟიმის თითოეული მსახური, რომ ამგვარი მოქმედებები, იქნება ეს ფიზიკური ანგარიშსწორება მომიტინგეებზე, რასაც ჰქონდა ადგილი და უმეტესობას აქვს მძიმე დაზიანებები თავის და სახის არეში, ასევე ნებისმიერი ტიპის ფსიქოლოგიური ზეწოლა არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ისჯება არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო კონვენციებით. რეჟიმი სრულდება, ძალიან ცოტა დრო დარჩა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და კარგად უნდა ესმოდეს თითოეულ ადამიანს, რუსული ომონის წევრებს, რომლებიც თბილისში არბევენ, აკავებენ, შეურაცხყოფენ მომიტინგეებს, რომ ყველას მოუწევს აგოს პასუხი კანონის სრული სიმკაცრით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.