spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ამ შემთხვევაში, ყველაზე მიზანშეწონილია ევროკავშირის ჩართულობა

განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო სწორედ საერთაშორისო გამოძიების საკითხი იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის, საქართველოს პროკურატურის პირობებში შეუძლებელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ყველაზე მიზანშეწონილი გამოძიებაში ევროკავშირის ჩართულობაა.

“განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო სწორედ საერთაშორისო გამოძიების საკითხი იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის, საქართველოს პროკურატურის პირობებში შეუძლებელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. ამ შემთხვევაში, ყველაზე მიზანშეწონილია ევროკავშირის ჩართულობა, რადგან საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა. ისინი ხედავენ ჩვენ მიერ მიწოდებული მტკიცებულებებით, რომ ძალიან სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

ერთი რამ ნათელია, რომ ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, თუმცა როგორც თავად ოპოზიციონერები აცხადებენ, ელჩს არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციები მიაწოდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები