ივანიშვილის რეჟიმი ერთი ერთში იმიტირებს პუტინის რუსეთს, რომელიც ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გარიცხვამდე გამოვიდა ინიციატივით, რომ ისინი თავად ტოვებდნენ აღნიშნულ ასამბლეას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის ამ უფსკრულიდან გამოყვანის გზა არჩევნებშია.
“ივანიშვილის რეჟიმი ერთი ერთში იმიტირებს პუტინის რუსეთს, რომელიც ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გარიცხვამდე გამოვიდა ინიციატივით, რომ ისინი თავად ტოვებდნენ აღნიშნულ ასამბლეას. ისევე, როგორც რეპრესიებით, როგორც “რუსული კანონით”, როგორც ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაშიც ივანიშვილის რეჟიმი იყენებს პუტინის მეთოდებს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისთვის. ამის შეჩერების და ამ უფსკრულიდან ქვეყნის გამოყვანის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.