spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ამგვარი მწვავე კრიტიკით ცდილობენ, ქართველი ხალხის არჩევანი და ევროპული პერსპექტივა დაიცვან

მოლოდინი არის, რომ დასავლეთიდან მუდმივი ზეწოლა იქნება ღიად პრორუსულ ხელისუფლებაზე, რათა მათ ბოლომდე არ გადაუხვიონ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

“აქამდე ჩვენი პარტნიორები დახურულ კარს მიღმა აჟღერებდნენ მსგავს მწვავე გზავნილებს და შეფასებებს, ახლა მოუწიათ ღიად გააკეთონ ეს, რადგან ხედავენ, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლელ ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს. ეს არის მათი მთავარი წუხილი. რეალურად, ამგვარი მწვავე კრიტიკით ცდილობენ დაიცვან ქართველი ხალხის არჩევანი და ევროპული პერსპექტივა, სწორედ ეს არის არსი ამ კრიტიკის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებიდან ამას შესაბამისი ნაბიჯები არ მოჰყვება, რადგან მას ღიად არჩეული აქვს რუსული გზა.

 

მოლოდინი არის, რომ დასავლეთიდან მუდმივი ზეწოლა იქნება ღიად პრორუსულ ხელისუფლებაზე, რათა მათ ბოლომდე არ გადაუხვიონ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. დასავლელი პარტნიორების ამოცანაა, რომ საქართველომ არ დაკარგოს შესაძლებლობის ისტორიული ფანჯარა და შეუნარჩუნდეს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები