მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილმა რაც არ უნდა საზოგადოების დაყოფა და დახლეჩა გადაწყვიტოს, ჩვენ, როგორც საზოგადოება ვუპასუხებთ ერთიანობით, სიმშვიდით, სიმტკიცით და აუცილებლად ჩვენი ერთიანობით მოვიტანთ ცვლილებებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და “ერთიანობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება სიღარიბის ნაცვლად ისევ ოპოზიციას ებრძვის.
“არ არის ბრძოლა უმუშევრობასთან, ფასების კლებასთან, სიღარიბესთან, არამედ ისევ ბრძოლა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ოპოზიციასთან, მთავარ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან და რეალურად ბრძოლაა ჩვენს ევროპულ მომავალთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილმა რაც არ უნდა საზოგადოების დაყოფა და დახლეჩა გადაწყვიტოს, ჩვენ, როგორც საზოგადოება ვუპასუხებთ ერთიანობით, სიმშვიდით, სიმტკიცით და აუცილებლად ჩვენი ერთიანობით მოვიტანთ იმ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. “ნაციონალურ მოძრაობას” ტრადიციულად ჰქონდა ყოველთვის ძალიან მყარი პოზიციები და აქვს გლდანში”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.