არსებითი ცვლილებები პრემიერის შეცვლით იმ საკითხებზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, არ იქნება, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილება ვერ შეცვლის ისეთ პრობლემებს, როგორიც საქართველოშია. მან მოქალაქეების ეკონომიკურ ვითარებაზე გაუსვა ხაზი და ემიგრაციის მაღალ დონეზე ისაუბრა.
“არსებითი ცვლილებები პრემიერის შეცვლით იმ საკითხებზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, არ იქნება. განსაკუთრებით ეს არის მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები, ზოგადად უმუშევრობა, სიღარიბე და ის, რომ ადამიანები ქვეყნიდან მიდიან სწორედ, ამ უპერსპექტივობის გამო, ამ საკითხებში არსებითად არაფერი შეიცვლება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.