spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ასეთი ხშირი განხილვები მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს დასავლურ პარტნიორებს სურთ საქართველოს წარმატება

ასეთი ხშირი განხილვები, კონგრესში თუ სენატში, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს დასავლურ პარტნიორებს სურთ საქართველოს წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერი იქნება ის გადამწყვეტი დღე, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება.

“ევროპული საბჭოს ამგვარი განხილვა ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასეთი ხშირი განხილვები, კონგრესში თუ სენატში, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს დასავლურ პარტნიორებს სურთ საქართველოს წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფრის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ამ ისტორიულ შესაძლებლობას ვიყენებდეთ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ანტიდასავლური, ანტიევროპული ნაბიჯებით და პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას ართმევს ევროპულ პერსპექტივას. დარწმუნებულები ვართ, რომ 26 ოქტომბერი იქნება ის გადამწყვეტი დღე, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბრიუსელში დღეს და ხვალ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები