spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ჩვენ არ მივიღებთ ამ მოპარული არჩევნების შედეგებს

საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა ევროპული არჩევანი, ევროპულმა არჩევანმა გაიმარჯვა და ეს გამარჯვება ქართველ ხალხს მოჰპარა ივანიშვილმა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის დასაფიქსირებლად ოპოზიციური ერთობის დემონსტრირება გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც პრეზიდენტის უმნიშვნელოვანესი როლი ამ პროცესში.

“გუშინ შედგა ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, რომელსაც ესწრებოდა ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა ევროპული არჩევანი, ევროპულმა არჩევანმა გაიმარჯვა და ეს გამარჯვება ქართველ ხალხს მოჰპარა ივანიშვილმა. ჩვენ არ მივიღებთ ამ მოპარული არჩევნების შედეგებს, არ მივანიჭებთ ამ მოპარული არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციას. უარს ვამბობთ მანდატებზე. ამ ყველაფრის დასაფიქსირებლად ოპოზიციური ერთობის დემონსტრირება გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც პრეზიდენტის უმნიშვნელოვანესი როლი ამ პროცესში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები