spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თინა ბოკუჩავა – ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ განვამტკიცოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა

ნაცვლად იმისა, რომ ანტიეროვნული, მტრის ინტერესში მომუშავე ხელისუფლება მუშაობდეს ქვეყნის ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაზე, ვხედავთ, რომ პირიქით, მათი არაღიარების პოლიტიკა მტკიცდება ყოველდღიურად საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ  განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართეს, რომ განმტკიცდეს  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა.

“საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები იმუშავებენ ყოველთვის ერთად. დიახ, როდესაც ჩვენ ვართ ერთად, ვამარცხებთ რუსეთს, ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს აქ, საქართველოში, როდესაც დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს.

ჩვენ ასევე გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იქნება ეს აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, თუ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ახლა ამყარებენ დიპლომატიურ კავშირებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან, იმისთვის, რომ განვამტკიცოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა. ნაცვლად იმისა, რომ ეს ანტიეროვნული, მტრის ინტერესში მომუშავე ხელისუფლება მუშაობდეს ქვეყნის ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაზე, ვხედავთ, რომ პირიქით, მათი არაღიარების პოლიტიკა მტკიცდება ყოველდღიურად საერთაშორისო ასპარეზზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოთხმა ოპოზიციურმა  პარტიამ სირიის ახალ ხელისუფლებას რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები