spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა –  ჩვენ მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ პრეზიდენტი სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე

“ნაციონალური მოძრაობის”  და ჩვენი კოალიციური პარტნიორების კარი ღიაა პარტია “ახალისთვის” და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის. ჩვენ მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ პრეზიდენტი სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე,  – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“ხაზგასმით მინდა, განვაცხადო, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომ მივესალმები და ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი თავმჯდომარის, გუშინდელ მოწოდებას გაერთიანებისკენ. “ნაციონალური მოძრაობის” და ჩვენი კოალიციური პარტნიორების კარი ღიაა პარტია “ახალისთვის” და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის.

ჩვენ მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ პრეზიდენტი სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე, რადგან ღრმად გვწამს სიტყვების, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის ხელით დაწერა საქართველოს ეროვნული გერბზე – ძალა ერთობაშია”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარტია “ახალს” გაერთიანებისკენ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 19 სექტემბერს მოუწოდა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები