spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მსხვილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში მოვიზიდოთ

საქართველო-ამერიკის ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, რაც დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოხდება, ჩვენ ასევე უნდა შევძლოთ, მსხვილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში მოვიზიდოთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და “ერთიანობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ამერიკაში ვიზიტისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული პოზიცია იმისათვის, რომ ეს ინვესტიციები მოვიზიდოთ.

“გვქონდა შესაძლებლობა ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენელთან გვესაუბრა, როგორიც არის “მაიკროსოფტი”. საქართველო-ამერიკის ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, რაც დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოხდება, ჩვენ ასევე უნდა შევძლოთ, მსხვილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში მოვიზიდოთ. ეს განსაკუთრებით აქტუალური და საინტერესოა ამერიკული კომპანიისათვის მას შემდეგ, რაც მათ დატოვეს რუსეთის სანქცირებული ბაზარი. საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული პოზიცია, უნიკალური შესაძლებლობები იმისთვის, რომ ეს ინვესტიციები მოვიზიდოთ, რაც შექმნის უამრავ მაღალანაზღაურებად ღირსეულ სამუშაო ადგილებს საქართველოს მოქალაქეებისათვის. ასე რომ, პოლიტიკურ ნაწილთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ეს ვიზიტი ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა “ერთიანობის” ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით 19-22 აგვისტოს აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები